28 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსი" რუსთაველის გამზირზე აქციას მართავს

რუსთაველის გამზირზე "პატრიოტთა ალიანსია" შეკრებილი. დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოძრაობაა გადაკეტილი და დამონტაჟებულია სცენა.

შეკრების მიზეზი, პარტიის ლიდერების თქმით, ეკლესიის დაცვაა დისკრიმინაციისგან. განცხადებებს ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი გააკეთებენ. ირმა ინაშვილის თქმით, ხდება მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრიმინაცია და საზოგადოება ამას პროტესტით უნდა დაუპირისპირდეს. 

როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, შეკრების ერთ-ერთი ადრესატი საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაა, რადგან მათი ხედვით, ომბუდსმენის განცხადებები ეკლესიის მიმართ დისკრიმინაციულია. 

დღის ამბები