28 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ვაქცინაციის საიტმა მუშაობა განაახლა, თუმცა მოქალაქეების ნაწილი პორტალზე რეგისტრაციას კვლავ ვერ ახერხებს

მიუხედავად კიბერშეტევისაკოვიდვაქცინაციის საიტმა მუშაობა განაახლა, თუმცა მოქალაქეების ნაწილი რეგისტრაციის გავლას კვლავაცაც ვერ ახერხებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ხარვეზებზე მუშაობა მიმდინარეობს და ის მალე აღმოიფხვრება. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის, ნანა ჯინჭარაძის განცხადებით, მოქალაქეებს აცრა ვიზიტის დაჯავშნის გარეშეც შეეძლებათ. 

"დღეისათვის ველოდებით იმ დაწესებულებებს, რომლებიც ორშაბათიდან ჩაერთვებიან და ადმინისტრირებას გაუწევენ სინოფარმით ვაქცინაციას. შემდეგ ეტაპზე, ჯავშნების მიხედვით, გაფართოვდება დაწესებულებების რაოდენობა და მაქსიმუმი, 52 საექიმო ბრიგადა იმუშავებს. იმ მოსახლეობისთვის, ვინც ვერ ახერხებს დაჯავშნას ან არ აქვს ამისთვის დრო, საკმარისი სივრცეა იმისთვის, რომ თავისუფლად მოხდეს ადამიანების მისვლა და დარეგისტრირება,"- აცხადებს ნანა ჯინჭარაძე.

დღის ამბები