მაიამიში ჩამონგრეულ 12-სართულიან შენობაში სამაშველო სამუშაოები შეწყდა. ქალაქის სამაშველო სამსახურის განცხადებით, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენის შანსი აღარ არსებობს.
ჩამონგრეული შენობის მასაში ნაპოვნია მხოლოდ 24 გარდაცვლილის ცხედარი. 121 ადამიანი კი ამ დრომდე ვერ იპოვეს.
12-სართულიანი შენობის სრული დემონტაჟი იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ საცხოვრებელი კორპუსი 24 ივნისს ჩამოინგრა. შენობის ნგრევის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.