28 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ოჯახური სკანდალების შემდეგ პრინცები კვლავ ერთად გამოჩნდნენ - ჰარი და უილიამი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში

პრინცმა უილიამმა და ჰარიმ დედის, პრინცესა დაიანას მე-60 დაბადების დღის ღონისძიებისთვის საკუთარი უთანხმოებები გვერდით გადადეს და დაიანას ქანდაკება ერთად გახსნეს. 

უილიამმა და ჰარიმ დედის ხსოვნას პატივი ერთობლივი განცხადებით მიაგეს, რომელიც მოკრძალებული ღონისძიების შემდეგ გამოქვეყნდა.

"დღეს დედა 60 წლის გახ­დე­ბო­და. ჩვენ გვახ­სოვს მისი სიყ­ვა­რუ­ლი, ძალა და ხა­სი­ა­თი - მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რომლე­ბიც სი­კე­თის კე­თე­ბის ძა­ლას აძ­ლევ­და, ძა­ლას, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შე­ეც­ვა­ლა.

ყო­ველ დღე ვი­სურ­ვებ­დით, რომ ის ჩვენს გვერ­დით ყო­ფი­ლი­ყო და იმე­დი გვაქვს, რომ ეს ქან­და­კე­ბა სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა მისი მემ­კვიდ­რე­ო­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის სიმ­ბო­ლოდ, - პრინ­ცი უი­ლი­ა­მი და პრინ­ცი ჰარი", - ნათ­ქვა­მია წერილ­ში.

მიუხედავად იმისა, რომ ძმებს დაძაბული ურთიერთობა აქვთ, ღონისძიების დროს ისინი მშვიდად გამოიყურებოდნენ და ხუმრობდნენ კიდეც. 

ძმები ერთად ბოლოს აპრილში, ედინბურგის ჰერცოგის დაკრძალვაზე ნახეს. 

No description available.

პრინც ჰარისა და ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სხვა წევრებს შორის ურთიერთობა უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჰარიმ და მისმა ცოლმა, მეგან მარკლმა ოპრა უინფრის სკანდალური ინტერვიუ მისცეს და ოჯახი რასიზმსა და ბულინგში დაადანაშაულეს. 

დღის ამბები