28 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
ემუქრება თუ არა საფრთხე მეწყერის გამო დედაქალაქთან მდებარე სოფლებს - რას უკავშირებენ ექსპერტები მიწის მასის დაძვრას

კიდევ ერთი ახალი მეწყრული პროცესი დედაქალაქთან - თბილისი-მუხაწყარო-მსხალდიდის გზა პარალიზებულია. სპეციალისტების დასკვნა არ არსებობს, მაგრამ პირველადი მონაცემებით, მიწის მასის გზაზე ჩამოწოლის დიდი საშიშროება არსებობს. უკვე მეორე დღეა პოლიციას სოფელ მუხაწყაროსთან გზის რამდენიმე მონაკვეთი ჯებირებით აქვს გადაკეტილი.

რამ გამოიწვია მიწის მასის დაძვრა სოფელ მუხაწყაროსა და მსხალდიდს შორის სპეციალისტები ჯერ ვერ აზუსტებენ, თუმცა ექსპერტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ მეწყერული პროცესის გამოწვევა არასწორად დაგეგმილ საგზაო სამუშაოებს უკავშირდებოდეს. პრობლემის გადაწყვეტამდე ასობით ადგილობრივს დედაქალაქთან დაკავშირება მსახლდიდი-ნაფეტვრების გზით შეუძლია.

დღის ამბები