28 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
"თბილისი პრაიდმა" გზავნილით "სოლიდარობა" სტარტი აიღო- უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებლობას პოლიტიკოსების ხელისუფლებას აკისრებენ

თბილისი პრაიდმა გზავნილით "სოლიდარობა" სტარტი აიღო. ღირსების მარშამდე 4 დღით ადრე პრაიდის ორგანიზატორები ხელისუფლებას კონსტიტუციით დაცული უფლებების უზრუნველყოფას სთხოვენ, უსაფრთხო გარემოში.

კვირეულის კულმინაცია ორშაბათსაა დაგეგმილი, სწორედ ხუთი ივლისის ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებაა პოლიციის ტესტი, რომლის ჩაბარებისკენ ვახტანგ გომელაურის უწყებას დღეს ყველა მხარემ მოუწოდა. მათ შორის, სპეციალური ბრიფინგი გაიმართა პარლამენტში.

პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ ძალადობა დაუშვებელია და მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, თუმცა კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაცვის ვალდებულება ხელისუფლებას რომ აქვს, ეს ოპოზიციამ დღეს მედიასთან არა ერთხელ გაიმეორა.

დღის ამბები