28 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, ვაქცინაციის ტემპით საქართველო 147-ე ადგილს იკავებს

ბრიტანელმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და თქვეს, რომ სხვადასხვა წარმოების ვაქცინების კომბინაცია ადამიანის ორგანიზმში COVID-19-ის წინააღმდეგ ძლიერ იმუნიტეტს წარმოქმნის. ექსპერიმენტში 850 მოხალისე იღებდა მონაწილეობას, რომელთაც პირველი დოზა AstraZeneca, მეორე დოზა კი Pfizer გაუკეთეს.

თავად ბრიტანელები "კურიერთან" საუბრისას ამბობენ, რომ იმუნიზაცია მნიშვნელოვანია, თუმცა, ვაქცინების შერევასთან დაკავშირებით ინგლისელების აზრი ორ ნაწილად იყოფა.

ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგებში ეჭვი არ ეპარებათ საქართველოში. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახლა მთავარი სიტყვა ჯანმომ უნდა თქვას. ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანხმობის შემთხვევაში შერეული ვაქცინებით იმუნიზაციის საქართველოში დაწყებას რეკომენდაციას გაუწევენ.

ისევე როგორც საქართველოში, მსოფლიოს მთავარ გამოწვევად ახლა კორონავირუსის ახალი შტამები რჩება. კომპანია Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი ირწმუნება, რომ მათ მიერ წარმოებული ვაქცინა ახლადგაჩენილი ვარიანტების წინააღმდეგაც ეფექტურია.

ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, 1 მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის ახალი შემთხვევებით საქართველო მსოფლიოში მე-17 ადგილზეა, ხოლო ვაქცინაციის ტემპით ქვეყანა ასეულშიც კი ვერ მოხვდა, საქართველო 147-ე ადგილს იკავებს. სანამ ქვეყანაში ვაქცინაცია ნელი ტემპით მიდის, მსოფლიო ადამიანების გადასარჩენად ახალ გზებს ეძებს.

დღის ამბები