28 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლებმა კვერცხების და ბოთლების სროლა დაიწყეს - დაკავებულია 11 ადამიანი

რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლებმა, რომლებიც "თბილისი პრაიდის" ფარგლებში დაგეგმილი დახურული კინოჩვენების ჩაშლას ცდილობენ, კვერცხების და ბოთლების სროლა დაიწყეს მაშინ, როდესაც ღონისძიების სტუმრები ტერიტორიაზე მივიდნენ.

სტუმრებს შორის იყვნენ ელჩები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

რადიკალური დაჯგუფებები აგრესიულები არიან არამხოლოდ "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებისა და სტუმრების მიმართ, არამედ მედიის მიმართაც. ისინი ცდილობენ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ ჟურნალისტებს და ფიზიკურ ძალადობასაც არ ერიდებიან.

პოლიციამ ადმინისტრაციული წესით რადიკალური დაჯგუფებების 11 წარმომადგენელი დააკავა.

დღის ამბები