88 წლის ასაკში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ყოფილი მდივანი დონალდ რამსფელდი გარდაიცვალა. მას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თანამდებობა ორჯერ ეკავა.
რამსფელდი შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს კი ყველაზე ხანშიშესული თავდაცვის მდივანი იყო.
დონალდ რამსფელდი გახლდათ პირველი თავდაცვის მდივანი, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.