29 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
აშშ-ს საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს 30 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოში ამერიკის საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს 30 წლის იუბილეს ულოცავს. 

"ხვალ საქართველოს თავდაცვის ძალები 30 წლის ხდება!

ჩვენ მივესალმებით თავდაცვის ძალების უდიდეს ძალისხმევას გასული 30 წლის განმავლობაში დასავლური თავდაცვის რეფორმების მიღების, ნატოსთან თავსებადობის გაუმჯობესებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესაძლებლობების გაზრდის კუთხით.

ჩვენ ვიხსენებთ 32 დაღუპული და 293 დაჭრილი ქართველი სამხედროს მსხვერპლს ერაყისა და ავღანეთის საერთაშორისო მისიებში და სიამაყით ვუწოდებთ საქართველოს თავდაცვის ძალებს ჩვენს ძმებსა და დებს ბრძოლაში.

მოუთმენლად ველით უსაფრთხოების საკითხებში ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში,"- აღნიშნულია განცხადეაში. 

დღის ამბები