29 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
სუს-ის უფროსი დღეს პარლამენტში 2020 წლის ანგარიშს წარადგენს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტში დღეს უწყების 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ გრიგოლ ლილუაშვილი კანონმდებლების კითხვებს უპასუხებს.

მიმდინარე კვირაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში, უკვე მოისმინეს 3 კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე, რომელიც უწყების პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა წარადგინა.   

 

დღის ამბები