29 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა მელიას პროცესი გაიმართება - ადვოკატი სხდომას "მორიგ ფორმალობად" მიიჩნევს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი - სხდომა საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება. წარადგენს, თუ არა ბრალდების მხარეს რაიმე სახის შუამდგომლობას - უცნობია.

დაცვის მხარე კი დღევანდელი პროცესიდან რაიმე მნიშვნელოვანს გადაწყვეტილებას არ ელის. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ სხდომა "მორიგი ფორმალობა" იქნება.

გიორგი კონდახაშვილი მის დაცვის ქვეშ მყოფის, ნიკამელიას პოზიციას კიდევ ერთხელ განმარტავს, "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე" თანახმაა, ევროკავშირმა მისი გირაო გადაიხადოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიის შესახებ ახალ კანონპროექტს გაიწვევენ. 

"მორიგი ფორმალური პროცესი იქნება, ვინაიდან მოგეხსენებათ ეს არის მართლმსაჯულების იმიტაცია, რაც ნიკა მელიას საქმეზე ხდება. აღნიშნული პროცესიდან სიახლეებს არ ველით. ნიკა მელია აცხადებს თანხმობას ევროკავშირის გირაოზე, თუკი იქნება გათხოვილი ამნისტიის ის კანონი, რომელიც არის ინიცირებული," - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

დღევანდელ სხდომას თავად ბრალდებული არ დაესწრება, ნიკა მელია, 13 აპრილს გამართულ წინა პროცესზე, მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემულობის გამო დარბაზიდან გააძევა.  

დღის ამბები