29 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
ოპოზიციასთან ურთიერთობები დასარესტარტებელია - ვახტანგ მეგრელიშვილი

პარტია "გირჩის" წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ოპოზიციასთან ურთიერთობები დასარესტარტებელია. 

"ოპოზიციასთან ურთიერთობები ზოგადად არის დასარესტარტებელი. ალბათ ახლიდან უნდა დავიწყოთ ჩვენ ურთიერთობა, როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციასთან. ჯერჯერობით უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია შეთანხმების შესრულება. ახლა სრული მასშტაბით გამოვიყენებთ დერეფნებსაც და დარბაზესაც,"- აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი. 

დღეს შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები  საპარლამენტო ტრიბუნებს პირველად დაიკავებენ.

იქნება სიტყვით გამოსვლები, განიხილება დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი -  ამნისტიის კანონპროექტი.

 

დღის ამბები