რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანს. ქვეყნის საგარეო უწყების პრეს-სპიკერის განცხადებით, მოსკოვი არამეგობრული სახელმწიფოების სიას ადგენს, რომელშიც აშშ-ც შევა.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, არამეგობრული ქვეყნების დიპლომატიურ მისიებს რუსეთის მოქალაქეების სამსახურში აყვანა შეეზღუდებათ. კრემლში საუბრობენ აშშ-სა და რუსეთის ლიდერების შესაძლო შეხვედრაზეც. ცნობილია, რომ სავარაუდო, თარიღად ივნისი განიხილება.