29 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
ძლიერი წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი და ტემპერატურის მკვეთრი კლება - სამი დღის განმავლობაში ქვეყანაში ამინდი გაუარესდება

უამინდობა საქართველოში - სამი დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ძლიერ ნალექს და ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ კლებას ელოდებიან.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, შესაძლოა, მდინარეებში წყლის დონემ მოიმატოს, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნებს, მთიან ზონებში კი მეწყრული პროცესების გააქტიურებას ვარაუდობენ.

ძლიერ წვიმასთან ერთად, ზოგიერთ რეგიონში, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი ღელვა.

დღის ამბები