29 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
ლესბოსელ წყვილზე თავდამსხმელი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

ლესბოსელ წყვილზე მოძალადე პირი, რომელიც მათ არასრულწლოვანი შვილის თვალწინ გაშლილი დანით ემუქრებოდა, სასამართლომ 3000 ლარიანი გირაოს ნაცვლად გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ Tbilisi Pride-ის წარმომადგენლები ავრცელებენ. ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ იმას, რომ მოძალადე და მსხვერპლები ერთ სადარბაზოში ცხოვრობენ.

ჰომოფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაული 20 აპრილს, თბილისში, საბურთალოს რაიონში მოხდა. ჰომოფობიური ინციდენტები თავდამსხმელის მხრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დაზარალებული თბილისი პრაიდშია დასაქმებული.

დაკავებულს ბრალი წარდგენილი ჰქონდა 3 მუხლით: სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით (იძულება), 151-ე მუხლით (მუქარა) და 284-ე მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში უნაბართვო შეღწევა)

დღის ამბები