29 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
ჟოზეფ ბორელი მოუწოდებს დეპუტატებს ხელი მოაწერონ დოკუმენტს და მუშაობა პარლამენტში განაგრძონ

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი მოუწოდებს დეპუტატებს ხელი მოაწერონ შარლ მიშელის დოკუმენტს და მუშაობა პარლამენტში განაგრძონ.

"მივესალმები პოლიტიკურ ლიდერების მიერ  საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას. ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეტაპია.  მოვუწოდებ ყველა დეპუტატს ხელი მოაწერონ, შეუერთდნენ პარლამენტს და იმუშაონ იმ მიზნით, რომ განახორციელონ ევროკავშირის შუამავლობით გათვალისწინებული შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებისთვის და ევროკავშირი-საქართველოს შორის უფრო ღრმა ურთიერთობებისთვის,"- წერს "ტვიტერში ბორელი.

დღის ამბები