29 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეთანხმება შედგა, სამაგალითო იყო ევროკავშირისა და აშშ-ს თანამშრომლობა - კარლ ბილდტი 

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ხელმოწერის დოკუმენტს, "ტვიტერზე" თანათავმჯდომარე ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კარლ ბილდტი ეხმაურება. 

"ამას გარკვეული დრო და ძალისხმევა დასჭირდა, მაგრამ საბოლოოდ საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეთანხმება შედგა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და ბატონი დანიელსონის მნიშვნელოვანი ნამუშევარია, სამაგალითო იყო ევროკავშირისა და შეერთებული შტატების თანამშრომლობა," - წერს ბილდტი.

შეგახსენებთ, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გუშინ ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელი მოაწერა. შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება "ნაციონალური მოძრაობა“ და "ევროპული საქართველო".

დღის ამბები