29 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - მივესალმებით და ერთგული ვრჩებით, რათა დავეხმაროთ საქართველოს რომ მიღწეულმა შეთანხმებამ მიზანს მიაღწიოს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი საქართველოში მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერას მიესალმება და მზადყოფნას გამოთქვამს, ქვეყანას შეთანხმების საბოლოო მიზნის მიღწევაში დაეხმაროს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი "ტვიტერზე" წერს. 

"ჩვენ მივესალმებით 19 აპრილს საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას. კეთილსინდისიერების ეს ნიშანი მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის. მისი განხორციელება თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება. ერთგული ვრჩებით, რათა დავეხმაროთ საქართველოს, რომ ამ შეთანხმებამ მიზანს მიაღწიოს,"- წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი. 

შეგახსენებთ, გუშინ ორბელიანების სასახლეში ისტორიული შეთანხმება შედგა - ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელი მოაწერა

დღის ამბები