29 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მივიდა

თბილისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვია.

სარქისიანი ორბელიანების სასახლეში მივიდა და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დახვდა. 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც არმენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

დღის ამბები