გემის გადაბრუნებას ლუიზიანას შტატში მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა ერთი ადამიანი.
შეერთებული შტატების სანაპირო დაცვამ 6 პირის გადარჩენა მოახერხა. ამ დრომდე ეძებენ გემის 12 წევრს.
გავრცელებული ინფორმაციით, გემის გადაბრუნება ძლიერმა ქარმა და ღელვამ გამოიწვია.