29 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
გურამ დოჩანაშვილს დღეს დაკრძალავენ

გურამ დოჩანაშვილს დღეს 2 საათზე, საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ. სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

მწერალი გურამ დოჩანაშვილი სამების საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს. 

გურამ დოჩანაშვილის მდგომარეობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში მძიმე იყო. მწერალი კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" გუშინწინ გარდაიცვალა.

თანამედროვე ქართველი კლასიკოსი 82 წლის იყო. მან ბოლო 1 თვე კლინიკაში გაატარა. მწერალს გულსისხლძარღვთა და ფილტვების პრობლემა ჰქონდა.

დღის ამბები