ქართველმა ძალოსანმა შოთა მიშველიძემ რუსეთის დედაქალაქში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
26 წლის მიშველაძემ 61 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში აკვრასა და ატაცში ჯამში 290 კგ-ით მე-2 ადგილი დაიკავა. ამავე წონაში რამინ შამილიშვილმა საერთო ჯამში 279 კილოგრამი მოაგროვა და მე-8 შედეგი აჩვენა.
დღეს მოსკოვში კიდევ ერთ ქართველ ძალოსანს ვიხილავთ. 21 საათიდან მედლები 67 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გათამაშდება და პირველობისთვის გოგა ჩხეიძე იბრძოლებს.