სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში ჩადის. ფაშიანიანის ვიზიტი პუტინთან ზეგ არის ჩანიშნული. რუსეთის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერმინისტრი შეხვედრაზე სამმხრივი შეთანხმების იმპლემენტაციას განიხილავენ, რითაც მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა იქნა მიღწეული.
პარალელურად, სომხეთი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. ფაშიანიანის განცხადებით, ის თანამდებობას აპრილში დატოვებს. რიგგარეშე არჩევნები ქვეყანაში 20 ივნისს გაიმართება.