29 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
დღეში საშუალოდ 1000 აცრა გვაქვს, ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება მინიმუმ 3000 აცრა დღეში - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში უფრო გაიზარდოს და დღეში, მინიმუმ, 3000 აცრა ჩატარდეს.

"დღეს დილისთვის ქვეყანაში აცრილია 11 603 ადამიანი. ანუ დღეში საშუალოდ 1000 აცრა გვაქვს. გარკვეული ჩავარდნა ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ გვქონდა. ახლა ყოველდღიურად 1000-ზე ოდნავ მეტია, მაგრამ მაინც ცოტაა. ამ ეტაპზე, ჩვენ გვჭირდება, სულ მინიმუმ, 3000 აცრა დღეში. ვაქცინა ქვეყანაში უკვე არის სამყოფი. ამიტომ, თავისუფლად შეგვიძლია გავზარდოთ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები