ევროკავშირი, დონბასის რეგიონში რუსული სამხედრო ძალების მობილიზაციასთან დაკავშირებით, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს.
უკრაინის მხარდამჭერი განცხადება საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა გაავრცელა. მანამდე ბორელისა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
უკრაინის საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე 19 აპრილს განიხილავენ.