29 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
რუსთავის საკრებულოს წევრის დაჭრის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს 

რუსთავის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 34 წლის, წარსულში ნასამართლევი, მამაკაცი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მან მიაყენა დაპირისპირების ფონზე დანით ჭრილობა გიორგი მღებრიშვილს და მიიმალა.

დაშავებულს ფეხზე ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
ინციდენტი რუსთავში, მაჩაბლის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა. ფაქტს წინ უძღოდა მეზობლებს შორის კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევისას უთანხმოება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამტკიცებდნენ, რომ დაპირისპირებას პოლიტიკური მიზეზი აქვს, რასაც კატეგორიულად უარყოფს საკრებულოს თავმჯდომარე.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.  

დღის ამბები