29 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
"შეგვიძლია დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყებაც" - მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი პარტია რეგიონებში გასვლას იწყებს

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია მომდევნო კვირიდან რეგიონებში გასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს. 

ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

"უმრავლესობის სხდომა ძირითადად, ბუნებრივია, შეეხებოდა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მიმდინარე ვითარებას, არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს. ჩვენ მიმდინარე საკითხებზეც ვილაპარაკეთ, რეგიონებზეც  ვილაპარაკეთ და რეგიონების ჭრილში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ხელმძღვანელები გავალთ რეგიონებში, მათ შორის, შეგვიძლია დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყებაც კი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მაგრამ სხვა საკითხები იქნება ასევე პრიორიტეტული, რეგიონალური გამოწვევები და ჩვენ გვექნება თითქმის ყველა რეგიონში მომდევნო ორი თვის განმავლობაში შეხვედრები, მათ შორის, პირველ რიგში პარტიულ აქტივთან და სხვა საკითხებითაც რა თქმა უნდა, დავინტერესდები,“ - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები