29 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო. ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მას შემდეგ მიიღო, რაც სოფელში კორონავირუსის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა.

შრომაში უკვე ვირუსის 25 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი. სოფელში ეპიდემიოლოგიური ვითარება 8 მარტის აღსანიშნავი სუფრის შემდეგ გამწვავდა და საერთო ჯამში, სოფელში ინფიცირების 45-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღის ამბები