29 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.1 %-ით შემცირდა - საქსტატი

საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წლის თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.1 %-ით შემცირდა, ხოლო იანვარ-თებერვლის ​ვარდნის საშუალო მაჩვენებელი -8.3%-ია.

ეკონომიკური მაჩვენებლების დინამიკის შესახებ ინფორმაცია "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გაასაჯაროვა.

საქსტატის მონაცემებით, კლება მშენებლობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების, ტრანსპორტისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების კუთხით შეინიშნება. თუმცა თებერვალში გარკვეული პოზიტიური სტატისტიკაც დაფიქსირდა. წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაუმჯობესებულია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ვაჭრობის და წყალმომარაგების სექტორის მონაცემები.

დღის ამბები