რუსული ვაქცინის შეძენის შემდეგ აგორებული სკანდალის გამო, სლოვაკეთის პრემიერი იგორ მატოვიჩი თანამდებობიდან გადადგა.
კოალიციურ მთავრობაში უთანხმოება მას შემდეგ გაჩნდა, რაც მან ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და რუსული ვაქცინა იყიდა. მას, კაბინეტის წევრებთან ერთად, პრეზიდენტიც დაუპირისპირდა.
პრეზიდენტისთვის მიუღებელია ქვეყანაში ისეთი ვაქცინის შემოტანა, რომელსაც ევროკავშირში რეგისტრაცია არ გაუვლია. აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ, იგორ მატოვიჩი იძულებული გახდა პრემიერის პოსტი დაეტოვებინა.