29 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
რომელ ასაკობრივ ჯგუფს შეეძლება ვაქცინაციის პროცესში ჩართვა - იმუნიზაციის საბჭომ გადაწყვეტილებები მიიღო

ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭომ იმ დამატებითი ჯგუფის განსაზღვრაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეეძლება.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ვაქცინაციის პროცესში ჩართვა 55 წლის ზემოთ პირებსაც შეეძლებათ. ასევე, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს.

"ჩვენ ვიმსჯელეთ იმ კალენდართან მიმართებაში, რომლითაც დღეს საქართველო ხელმძღვანელობს ვაქცინაციის პროცესის წარმართვასთან მიმათებაში. საბჭომ მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინაციის ჯგუფს ჩვენ დავამატებთ ჩვენს მოქალაქეებს 55 წლის ზემოთ. ეს გამოწვეულია იქიდან, რომ ჩვენ დავაკვირდით, თუ რამდენად დიდია ინტერესი და რამდენად კარგი არის აქტივობა ჩვენს მოქალაქეებში, რომლებიც არიან 65 წელს ზევით და ასევე იყო საკმაოდ დიდი მოთხოვნა სწორედ იმ ჯგუფს შორის, რომელიც 55-დან 65 წელს მოიცავდა.

ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული დიალიზზე მყოფ პაციენტებთან მიმართებაში. მათთვის ასევე ხელმისაწვდომი გახდება ვაქცინა, ვინაიდან ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სწორედ ეს ჯგუფი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი, რომელიც ჩართული არის სოციალურ აქტივობაში და მათთვისაც ასევე გაიხსნება ფანჯრები. ისინი არიან მიმაგრებული კონრეტულ დაწესებულებს და მათი აცრა მოხდება ადგილზე, იმ დაწესებულებებში, სადაც ისინი გადიან დიალიზის თერაპიას.

ასევე მნიშვნელოვან ჯგუფად ჩავთვალეთ ადამიანები, რომელებიც არიან ორგანოგადანერგილები და შესაბამისად, იქნებიან ჩართული ვაქცნაციის პროცესში," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

დღის ამბები