29 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
616 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 268 გამოჯანმრთელებული და 5 გარდაცვლილი - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 281 761 გახდა.

გამოჯანმრთელდა 268 ადამიანი, კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 273 167-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გარდაიცვალა 5 ადამიანი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3 778-ია.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 31 947 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 20 364, PCR ტესტით 11 583.

დადებითობის მაჩვენებელი - დღიური - 1,93%, ბოლო 14 დღის - 1,74%, ბოლო 7 დღის -1,61%-ია.

დღის ამბები