29 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
პრეზიდენტ ბაიდენის ნაგაზმა თეთრ სახლში ადამიანი ისევ დაკბინა

აშშ-ის პრეზიდენტის ძაღლმა მეიჯორმა, რომელსაც კბენის გამო ერთხელ უკვე მოუწია თეთრი სახლიდან დროებით გასახლება და სპეციალური მოსამზადებელი კურსის გავლა, ადამიანს ისევ უკბინა.  შემთხვევა თეთრი სახლის გაზონზე,  ორშაბათ საღამოს მოხდა. დაშავდა ნაციონალური პარკების თანამშრომელი.

აშშ-ის პირველი ლედის ჯილი ბაიდენის წარმომადგენლის განცხადებით, მეიჯორმა ადამიანს გასეირნების დროს უკბინა. უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით ეს ადამიანი თეთრი სახლის სამედიცინო სამსახურმა შეამოწმა. მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა და სამსახურს დაუბრუნდა.

აშშ-ის პრეზიდენტსა და პირველ ლედის ორი ძაღლი ჰყავთ, გერმანული ნაგაზები, ჩემპი, რომელიც დაახლოებით 13 წლისაა და 3 წლის მეიჯორი. ორივე ძაღლი თეთრ სახლში ჯო ბაიდენის ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში მიიყვანეს. მარტის თვეში, მას შემდეგ, რაც მეიჯორი თეთრი სახლის ერთ-ერთ მცველს დაესხა თავს, ის დელავერშის სახლში გააგზავნეს და მხოლოდ თვის ბოლოს დააბრუნეს.

დღის ამბები