29 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი მომავალში დიალოგის პროგრესის კარგ საფუძვლად რჩება - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელ twiter-ის მეშვეობით, ​ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა. 

როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, ევროკავშირის შუამავლობით მოლაპარაკებებმა საქართველოში მოსალოდნელ შედეგს ჯერ ვერ მიაღწია. პრეზიდენტი იქვე აღნიშნავს, რომ ევროპული საბჭოს წარმომადგენლის - კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი სამომავლო პროგრესისთვის კარგ საფუძვლად რჩება.

შეგახსენებთ, რომ "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის რამდენიმესაათიანი შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. 

დიალოგის პროცესში მედიატორის როლის შემსრულებლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, მან მხარეებს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტისთვის კონკრეტული დოკუმენტი წარუდგინა, თუმცა მოლაპარაკების არცერთმა მხარემ ეს დოკუმენტი არ მიიღო. 

დღის ამბები