29 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს - რა გახმაურებული საკითხები მოხვდა დოკუმენტში საქართველოდან

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში სასამართლოს დამოუკიდებლობის, დაკავებების, სამართლებრივი დევნის, პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის, მედიაგარემოს, ლგბტ პირთა უფლებების, დაუსჯელობისა და სხვა საკითხების შესახებაა საუბარი.

ანგარიშში აღნიშნულია არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასება მედია პოლარიზებისა და ზოგიერთ მედიასაშუალებაში მთავრობის ჩარევის შესახებ. პოლიტიკური პატიმრების შესახებ ნაწილში კი არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობებზე დაყრდნობით დეპარტამენტს რამდენიმე გახმაურებული საქმე აქვს აღწერილი. მათ შორის გიორგი რურუას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას საქმეები. გარდა ამისა, დოკუმენტში მოხვდა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პროკურატურის მიერ გამოძიების შეწყვეტის, 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით გამომძიებელ მარინა ჩოლოიანის გასამართლების ფაქტები და ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები რჩება. მოსამართლეები კი დაუცველები არიან პოლიტიკური ზეწოლისგან, სასამართლოს სისტემის შიგნით თუ გარედან. 2020 წლის ანგარიშში მოხვდა ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან დარღვევებს შორის მკვლელობები, უკანონო დაკავებები, ეთნიკური ქართველებისთვის გადაადგილების აკრძალვა და ქონების ფლობის შეზღუდვა იყო.

დღის ამბები