29 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების საკითხის დამატებას ითხოვდა, რის გამოც მათ ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ოპოზიციამ მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, არის ის, რომ დოკუმენტში არ იყო პუნქტი - ვადამდელი არჩევნების შესახებ.

მისი თქმით, სწორედ ოპოზიციის ამ ულტიმატუმმა შეუშალა ხელი დიალოგის შეთახმებით დასრულებას. 

"მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიცია არ დაეთანხმა. მათ ვერ გამოხატეს მზადყოფნა და პასუხისმგებლობა ამ დოკუმენტის ხელმოსაწერად, რაც სამწუხაროა და ამან ხელი შეუშალა შეთანხმებას და პოლიტიკური დიალოგის დასრულებას წარმატებით.

რიგგარეშე არჩევნების საკითხი დიალოგში, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე მედიატორის მხრიდან არ იყო განხილული, ამის დამატებას ითხოვდა ოპოზიცია და ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც მათ ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

შეგახსენებთ, რომ "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის რამდენიმესაათიანი შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. 

დიალოგის პროცესში მედიატორის როლის შემსრულებლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, მან მხარეებს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტისთვის კონკრეტული დოკუმენტი წარუდგინა, თუმცა მოლაპარაკების არცერთმა მხარემ ეს დოკუმენტი არ მიიღო. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები