კორონავირუსის ბრიტანულ-შვედური წარმოების ვაქცინის სახელწოდება შეიცვალა. მწარმოებლების გადაწყვეტლებით, AstraZeneca-ს ნაცვლად ვაქცინას Vaxzevria დაერქვა. შესაბამისი ინფორმაცია მედიკამენტების ევროპული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შვედეთის ჯანმრთელობის პროდუქტების სააგენტოს განცხადებით, სახელის შეცვლა არ გამოიწვევს პრეპარატის შემადგენლობის ცვლილებას, მაგრამ ეტიკეტირება და შეფუთვა შეიძლება განსხვავებულად გამოიყურებოდეს.
რატომ გადაწყვიტა მწარმოებელმა ვაქცინის სახელის შეცვლა, არ არის ცნობილი.