29 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება - ამირან გამყრელიძის თქმით, შესაძლოა სავალალო შედეგამდე მივიდეთ

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება, რაც ყოველდღიურ მაჩვენებელში აისახა. ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ გამოვლენილი მაჩვენებელი საყურადღებოა და  უნდა გამკაცრდეს ზედამხედველობა და აღსრულებაზე კონტროლი. 

"სამწუხაროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველა ის მაჩვენებელი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, დადებითობის მაჩვენებელი, რომელსაც საკმაოდ კარგი დინამიკა ჰქონდა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მცირედ, მაგრამ აქ ტენდენცია გამოჩნდა გაუარესებისკენ. განსაკუთრებით დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევების რაოდენობა, 673  ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია. დღიური დადებითობის მაჩვენებელიც გაიზარდა.

რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებლები და ეპიდსიტუაცია უკეთესია, ვიდრე გვქონდა თებერვალში, კიდევ უკეთესი, ვიდრე იანვარში, მაგრამ ბოლო ორი კვირაა, რაც გაჩნდა ნიშნები და ტენდენცია გაუარესების. 600-ზე მეტი ბოლოს ჩვენ ახალ შემთხვევათა რაოდენობა გვქონდა თებერვლის პირველ კვირაში. აქედან გამომიდარე, ეს ძალიან საყურადღებოა, იმიტომ რომ იზრდება ქვეყანაში აქტიურ შემთხვევათა რიცხვი და ეს არის დღევანდელი რიცხვით 4447, ანუ თანდათან იზრდება ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტროზეც.

თუ არ გამკაცრდა ზედამხედველობა და აღსრულებაზე კონტროლი ყველა იმ ღონისძიებებზე, რაზეც ვსაუბრობთ, პირველ რიგში, პირბადე, დისტანცია და განსაკუთრებით თავშეყრების თავის არიდება, კიდევ იგივეს ვიმეორებთ, რაც გავიმეორეთ აგვისტოში, დავიჯერეთ, რომ გავიმარჯვეთ კორონავირუსულ ინფექციაზე, რადგან კლება გვაქვს ათჯერადი ნოემბერთან შედარებით და დავიჯერეთ, რომ უკვე დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია.

ამან შეიძლება მიგვიყვანოს სავალალო შედეგებამდე, განმეორდეს იგივე, რაც იყო ნოემბერ- დეკემბერში. ამიტომ, ყველას გთხოვთ, დისტანცია უნდა დავიცვათ და დიდ თავშეყრებს თავი ავარიდოთ და ყველა უნდა ავიცრათ, ვისაც ეკუთვნის ეტაპობრივად აცრა.  

იმავეს ვიმეორებთ, რაც გავაკეთეთ აგვისტოში, დავიჯერეთ, რომ გავიმარჯვეთ კორონავირუსულ ინფექციაზე. ამან შესაძლოა, სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს“ -  ამბობს ამირან გამყრელიძე. 

დღის ამბები