29 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
ხმაური ბათუმის საკრებულოში - დაპირისპირების გამო საკრებულოს სხდომა შეწყდა

ამ წუთებში ხმაურია ბათუმის საკრებულოში. სხდომაზე სამოქალაქო აქტივისტები არ შეუშვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა და სხდომა შეწყდა.

"ბათუმს ყიდიან. თუ არ ყიდიან, რატომ ეშინიათ რიგითი მოქალაქეების? არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, დილიდან მოველით საშვებს, გვაქვს უფლება, რომ დავესწროთ სხდომას, კანონიერად არ გვიშვებენ და როცა კანონი უკანონობას ემსახურება, უნდა ავუაროთ გვერდი კანონს"- აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი გენრი დოლიძე.

"სამოქალაქო აქტივისტებმა საშვი ვერასდროს ვერ მივიღეთ, საკრებულოს დეპუტატი იყო ჩამოსული, სთხოვა, რომ სამოქალაქო აქტივისტები შევეშვით და პოლიცია, დაცვის პოლიციასთან ერთად გვიშლის ხელს დავესწროთ ჩვენივე საჯარო სხდომას, სადაც ბათუმის სანაპირო ზოლის გასხვისება მიმდინარეობს,"- ამბობს მოძრაობა "იმოქმედეს" წევრი ლევან გორგილაძე.

საკრებულოს სხდომაზე ბათუმის სანაპირო ზოლის გასხვისებაზე უნდა ემსჯელათ. 

დღის ამბები