29 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
არ მოველი, რომ ყველა პოლიტიკური პარტია მზად იქნება კომპრომისებისათვის - ირაკლი ქადაგიშვილი

მმართველ გუნდში არ მოელიან, რომ მოლაპარაკების პროცესში ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მზად არის კომპრომისებისთვის. თავის მხრივ უმრავლესობაში განმარტავენ, რომ შვედი დიპლომატის მიერ მოლაპარაკების მიმდინარეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გუნდში სრული მზაობაა, თუმცა რა საკითხს მოიცავს ევროპელი მაღალჩინოსნის დოკუმენტის საბოლოო სახე, არ იციან. 

"იმ განცხადებაზე, რაც მოლაპარაკების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დანიელსონმა გააკეთა, სრული მზაობა გვაქვს. კონკრეტულად რა დოკუმენტი დაიდება, ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგანაც ამ დოკუმენტს მოლაპარაკების პროცესში შესაძლოა გარკვეული კორექტივები ჰქონდეს. მე, სამწუხაროდ, არ მოველი, რომ ყველა პოლიტიკური პარტია მზად იქნება კომპრომისებისათვის, რადგან მიზნები განსხვავებულია. მუდმივად ხდება ხოლმე, იგივე მელიას საკითხით სპეკულირება,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკოს კი, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ოპტიმისტური მოლოდინი აქვს. 

დღეს კრისტიან დანიელსონს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთად შეხვდებიან. 







 

 

დღის ამბები