29 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო გოგოზე, რომელმაც Instagram-ზე დაწერა - აფხაზეთი საქართველოა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო გოგოზე, რომელმაც Instagram-ზე დაწერა - "აფხაზეთი საქართველოა". დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 27 მარტს სოცქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოზე და მასში ასახული ყველა პირის მიმართ დაიწყო.

სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება გოგონების ფოტოები ე.წ. დე ფაქტო სამართალდამცავების უნიფორმით.

 ე.წ. სამართალდამცავ ორგანოებში დაფიქსირებული მრავალი უკმაყოფილო მესიჯის შემდეგ, გავრცელებული ვიდეოს ავტორის, 2001 წელს დაბადებული ალიონა თანის მშობლები დაიკითხნენ. 

"ეს არ არის სწორი. არ მიფიქრია, არ ვიცოდი, რომ ჩემი შვილი მსგავს საქციელზე წავიდოდა," - აცხადებს ალიონა თანის მამა.

თავად ალიონა თანის კი ვიდეორგოლის გავრცელებისთვის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცავ ორგანოში საზოგადოებისთვის ბოდიში მოახდევინეს.

"მე ვარ ალიონა თანი და გამოვაქვეყნე ვიდეო, სადაც ვამბობ, რომ "აფხაზეთი საქართველოა". მე მთხოვეს ამის გაკეთება. ყველას ბოდიშს ვუხდი ამისთვის, ძალიან ვნანობ," - აცხადებს ახალგაზრდა გოგო.

დღის ამბები