29 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
ჯო ბაიდენი აშშ-ს მოსახლეობას COVID 19-ის მე-4 ტალღის შესახებ აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო ნორმები დაიცვან.

ამასთან, ბაიდენმა აშშ-ს გუბერნატორებს თხოვნით მიმართა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათ ნიღბის ტარებასთან დაკავშირებით რეგულაცია შეამსუბუქეს, აღადგინონ ის.

ჯო ბაიდენის თქმით, 19 აპრილს აშშ-ს ზრდასრული მოსახლეობის არანაკლებ 90%-ს ვაქცინაციის უფლება ექნება, ხოლო ვაქცინაციის პუნქტები საცხოვრებელი ადგილიდან არაუმეტეს 5 მილის დაშორებით იქნება. 

დღის ამბები