29 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
ევროკავშირი მტკიცედ არის ჩართული, რომ დაეხმაროს პარტიებს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში - საქართველოში ავსტრიის საელჩო

საქართველოში ავსტრიის საელჩოს განცხადებით, ავსტრია კრისტიან დენიელსონის საქართველოში ჩამოსვლას მხარს უჭერს, - ამის შესახებ საელჩომ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"ევროკავშირის მედიატორი კრისტიან დანიელსონი თბილისში დაბრუნდა. ევროკავშირი მტკიცედ არის ჩართული, იმისათვის რომ დაეხმაროს პარტიებს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში, მაგრამ პასუხისმგებლობა პოლიტიკურ ლიდერებზეა. მათ უნდა აჩვენონ კომპრომისისთვის მზადყოფნა," - აღნიშნულია "ტვიტერზე" განთავსებულ განცხადებაში.

დღის ამბები