29 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
ვადამდელი არჩევნების საკითხი დახურულია - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი არ განიხილება.

"ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება. ამაზე საუბარი ჩვენ დავასრულეთ, ამაზე ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებები. ეუთო/ოდირის დასკვნებიც ვნახეთ. ჩვენი დიალოგი გრძელდება და დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმება შედგება. 

ჩვენგან რაიმე სახის დესტრუქციას ადგილი არც ჰქონია. ჩვენ ამის მომსწრე ოპოზიციის მხრიდან გავხდით. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ. ეს არსებობდა თქვენი ბელადი სააკაშვილის დროს,"-აღნიშნა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები