"ცენტრ-პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ, 30 მარტს, დატოვებს.
ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.
რუსუდან კერვალიშვილს პატიმრობის ვადა 2021 წლის 31 მარტს უმთავრდება და პატიმრობის კოდექსის 38-ე მუხლის შესაბამისად, წინა დღეს, ანუ 30 მარტს დატოვებს საპყრობილეს.
კერვალიშვილს ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88-ის" ეპიზოდზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა 2017 წელს მიესაჯა.
რაც შეეხება "ცენტრ-პოინტის" კიდევ ერთ დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს, მას 7-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, საიდანაც 4,6 წელი უკვე მოიხადა. რჩეულიშვილს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის აქტი შეეხო, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება. საქმეში 180 დაზარალებული ფიგურირებს.