29 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
ალექსეი ნავალნის კიდევ ერთი მკურნალი ექიმი გარდაიცვალა

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის კიდევ ერთი მკურნალი ექიმი დაიღუპა. 63 წლის რუსტამ აგიშევი, რომელიც სრულიად ჯანმრთელი იყო, მოულოდნელად ინსულტით გარდაიცვალა.

ზუსტად ერთი თვის წინ ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე სერგეი მაქსიმიშინი 55 წლის ასაკში ასევე გულის შეტევით გარდაიცვალა.

ომსკის საავადმყოფოს ორივე ექიმი პასუხისმგებელი პირები იყვნენ რუსი ოპოზიციონერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ალექსეი ნავალნის თანამოაზრეების მტკიცებით, საავადმყოფოს ადმინისტრაციამ და პერსონალმა იცოდნენ რუსი ოპოზიციონერის მდგომარეობის რეალური მიზეზი, თუმცა, ФСБ-ს ბრძანებით, დიაგნოზი გააყალბეს და ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის კვალის დაფარვა სცადეს.

დღის ამბები