ალასკაზე ავიაკატასტროფას 5 პირი, მათ შორის, ჩეხეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი ემსხვერპლა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენში სულ 6 ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთა შორის არიან ადგილობრივი გიდები და პილოტი. გადარჩა მხოლოდ ერთი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შემთხვევის შედეგად დაღუპული მილიარდერის, პეტრ კელნერის ქონება FORBES-ის რეიტინგის თანახმად 17 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ავიაკატასტროფის მიზეზს სამართალდამცველები იძიებენ.