რუსეთის საზიანო ქმედებებს შედეგები მოჰყვება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა.
ენტონი ბლინკენმა რუსეთის საკითხზე CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. სახელმწიფო მდივნის თქმით, შეერთებული შტატები საკუთარი ინტერესების დასაცავად შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.
შტატების მთავარი დიპლომატი აცხადებს, რომ ვაშინგტონი NATO-ს ქვეყნებთან კონსულტაციას გადის და იმ ზომებს განიხილავს, რაც შესაძლოა მოსკოვის წინააღმდეგ მიიღონ.
აშშ რუსეთს ამერიკის არჩევნებში შესაძლო ჩარევაში, კიბერშეტევებში, ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობებისთვის ჯილდოს დაწესებასა და სხვა ქმედებებში ადანაშაულებს.
ოფიციალური მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.