29 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ და მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ და მოადგილემ თანამდებობები დატოვეს. ნინო ჯანელიძემ და ნოდარ ფანჩულიძემ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დღეს დატოვეს.

ფაქტს ადასტურებს ნინო ჯანელიძე. მისი თქმით, წასვლის მიზეზი არ არის დაპირისპირება, ის რჩება გუნდში და საკრებულოს რიგით წევრად.

ამბობს, რომ აღარ სურს აქტიურ პოლიტიკაში ყოფნა. ნინო ჯანელიძე საკრებულოს თავმჯდომარედ 2017 წელს დაინიშნა. ის  თერჯოლა-ტყიბულის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის კადრი იყო.

დღის ამბები